15 ივნ 2026
აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის პოლიტიკურ ურთიერთობებზე, სტრატეგიულ პარტნიორობაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა, პანელურ დისკუსიაზე ისაუბრა.
ვარლამ ლიპარტელიანი აზერბაიჯანში, ქალაქ შუშაში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. იგი ღონისძიებას აზერბაიჯანის მმართველი პარტიის — ახალი აზერბაიჯანის “ ახალგაზრდული ორგანიზაციის მიწვევით დაესწრო.
დისკუსიის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის მრავალწლოვან მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებზე, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე, ასევე ეკონომიკური და ახალგაზრდული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.