“ქართული საკრავების ხმები“ - აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა გაიმართა

15 ივნ 2026

“ქართული საკრავების ხმები“ ამ სახელწოდებით აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში გამოფენა გაიმართა,სადაც დამთვალიერებელს ტრადიციული მუსიკალური კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი - ხალხური საკრავები , მათი ჟღერადობა და ისტორია გააცნეს. 

მუზეუმის ფონდიდან წარმოდგენილი იყო აჭარული ხალხური მუსიკისთვის დამახასიათებელი  საკრავების კოლექცია, ჩონგური ,ფანდური,ჭიბონი, სალამური ,დოლი , დაირა და სხვა.

ღონისძიების მუსიკალურ ნაწილში ხალხური ანსამბლი „ჰანგები“ მონაწილეობდა ,რომლის წევრებმაც  ხალხური საკრავების თანხლებით ტრადიციული აჭარული მელოდიები შეასრულეს.

ღონისძიება მიზნად აჭარის მდიდარი მუსიკალური მემკვიდრეობის პოპულარიზაციასა და   საზოგადოებაში ტრადიციული კულტურისადმი ინტერესის გაღრმავებას ისახავს.