აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართა

15 ივნ 2026

აჭარის უმაღლეს საბჭოში ბიუროს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს და მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ხვალ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ერთწლიანი საქმიანობის ანგარიში მოისმინონ.

ბიუროს გადაწყვეტილებით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლეს საბჭოში 15:00 საათზე წარდგება.

მთავრობის ხელმძღვანელი დეპუტატებს გასული ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის შესახებ დეტალურ ანგარიშს წარუდგენს და იმ მიმართულებებზე ისაუბრებს, რომლებზეც აჭარის მთავრობა მუშაობდა.

ანგარიშის წარდგენის შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს შესაძლებლობა ექნებათ, მთავრობის თავმჯდომარეს კითხვებით მიმართონ.