15 ივნ 2026
საქართველო ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების პერსპექტივები განიხილეს შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, მარიამ ქვრივიშვილსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ჭოუ ციენსს შორის შედგა.
საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა სავაჭრო ბრუნვის მზარდ დინამიკას, ამასთან, ყურადღება გამახვილდა შუა დერეფნის მნიშვნელობაზე.
აქცენტი გაკეთდა ჩინეთსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაზეც. საუბრისას ასევე ყურადღება გამახვილდა სამოქალაქო ავიაციისა და ტურიზმის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხზე.