15 ივნ 2026
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, კოორდინირებული მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს.
რეიტინგი ეფუძნება ბეტსელმანის ფონდის გლობალურ გამოკვლევას თემებზე: „რამდენად შეუძლია მთავრობას კონფლიქტური მიზნების კოორდინაცია თანმიმდევრულ პოლიტიკაში?” და „რამდენად ეფექტურად ავსებენ არაფორმალური კოორდინაციის მექანიზმები სამინისტროებს შორის კოორდინაციის ფორმალურ მექანიზმებს? კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობა მსოფლიოში 24-ე პოზიციაზე, ევროპაში კი მე-13 ადგილზე. საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს.
ამასთან, საქართველო რეიტინგით უთანაბრდება დიდი შვიდეულის 2 და ევროკავშირის წევრ 9 სახელმწიფოს: გერმანიას, იტალიას, შვედეთს, ავსტრიას, პორტუგალიას, პოლონეთს, ჩეხეთს, ხორვატიას, ლატვიას.