საქართველოში სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაიწყო

15 ივნ 2026

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდარ ვუჩიჩი, მეუღლესთან და სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სერბეთის პრეზიდენტს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა. 

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, აღნიშნულ ვიზიტს ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გამყარებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა აქვს.