15 ივნ 2026
პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია დღეს დილის 9 საათზე დაიწყო და 3 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია მიმდინარეობს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე - registration.emis.ge.
ბათუმში 27 საჯარო სკოლაში საყოველთაო რეგისტრაციისთვის გამოყოფილი იყო 900- მდე ადგილი, 400 რამდენიმე წუთში შეივსო, ამ დროისთვის 11 სხვადასხვა სკოლაში დარჩენილია 400-ზე მეტი ადგილი. საყოველთაო ონლიან რეგისტრაცია პირველკლასელთა სკოლებში ჩარიცხვის რიგით მეოთხე ეტაპია.
წელს პირველად განხორციელდა ტერიტორიული პრინციპით რეგისტრაცია.
რაც შეეხება სასკოლო ასაკს, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში რეგისტრაციას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 31 დეკემბრის ჩათვლით შეუსრულდებათ 6 წელი.