4 ოქტომბრის საქმე

15 ივნ 2026

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ პირთა ნაწილის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს თბილისის საქალაქო სასამართლოში. შესაძლოა ამ ეპიზოდზე დღეს განაჩენიც გამოცხადდეს.

დღევანდელ სხდომაზე  ბრალდებულები საბოლოო სიტყვას ამბობენ,  შემდეგ  მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი სათათბიროდ გავა. საუბარია ზურაბ ჭავჭანიძეზე, ვლადიმერ გველესიანზე, ამირან დოლიშვილზე, ანტონ ვარდანიძეზე, ალექსანდრე ჩილაჩავაზე, გენადი კუპრეიშვილზე, სულხან ტუღუშზე და რამაზ მამულაძეზე.

აღნიშნულ ეპიზოდზე სულ 14 ბრალდებული იყო, მათგან 6 პირს - გიორგი ქორქიას, გიორგი რურუას, ხვიჩა გოგოხიას, ლევან ჯიქიას, ლაშა ივანაძეს და სერგო მეგრელიშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და ისინი სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირი მიეცა. 

ამ ეტაპზე, პროკურატურა საპროცესო შეთანხმებას 22 პირთან დაკავშირებით დათანხმდა.