დიდ ბრიტანეთში 16-წლამდე ასაკის ბავშვებს სოციალურ მედიაზე წვდომა აეკრძალებათ

15 ივნ 2026

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის განცხადებით, ქვეყანაში იკრძალება სოციალური მედიის საიტების 16 წლამდე ასაკის პირებისთვის და შეზღუდვები დაწესდება სათამაშო და პირდაპირი ტრანსლაციის პლატფორმებზე.

სტარმერის თქმით, ფართომასშტაბიანი ცვლილებები ბავშვებს უსაფრთხოს და ბედნიერს გახდის და ასახავს ზომებს ისეთი პლატფორმების, როგორიცაა სნეპჩატი, ტიკტოკი და ინსტაგრამი, ასევე სათამაშო საიტების წინააღმდეგ, რომლებიც უცნობებს ბავშვებთან კომუნიკაციის საშუალებას აძლევს. სტარმერის ვარაუდით, რეგულაციას შობამდე მიიღებენ, აკრძალვა კი 2027 წლის გაზაფხულისთვის ამოქმედდება.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება მარტივი არ არის, თუმცა აუცილებელია. სტარმერის თქმით, ხელისუფლება არჩევანის წინაშე დგას და, მისი აზრით, სრული აკრძალვა სწორი გადაწყვეტილებაა.