რუსული თავდასხმების სამიზნე კიევ-პეჩერის ლავრის მონასტერი გახდა

15 ივნ 2026

გამთენიისას უკრაინის დედაქალაქი  რუსული დრონებისა და სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდა, რის შედეგადაც ცეცხლი გაუჩნდა კიევ-პეჩერის ლავრის მონასტერს, ასევე რამდენიმე მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლს. დაღუპული ოთხი და დაშავებულია 23 ადამიანი.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის  განცხადებით,  კიევ-პეჩერის ლავრის მონასტერი, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლია პირდაპირი თავდასხმის შედეგად სერიოზულად დაზიანდა.

მინისტრის თქმით, სასწრაფო დახმარების ჯგუფები ხანძრის გავრცელების შესაჩერებლად მუშაობდნენ, რასაც შენობაში ხის კონსტრუქციების დიდი რაოდენობა აფერხებდა. რუსული თავდასხმის შედეგად დაზიანდა ელექტროენერგიის ხაზები და  140 ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.  

უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა დედაქალაქზე 70 რუსული რაკეტიდან 50-ის, ხოლო 611 რუსული დრონიდან 582-ის ჩამოგდება შეძლეს. ახალი დარტყმები მას შემდეგ განხორციელდა, რაც უკრაინის პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს და განიხილა ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის დასრულების მცდელობები ამ კვირაში საფრანგეთში დაგეგმილ  დიდი შვიდიანის სამიტამდე.