გამწვანების აქცია მახათას მთაზე

15 ივნ 2026

მახათას მთაზე მშენებარე ღვთისმშობლის სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე  გამწვანების აქცია გაიმართა.   

საქართველოს საპატრიარქო ფონდის - „გაამწვანე საქართველოს“ მხარდაჭერით,  ტერიტორიაზე  ზეთისხილის ნერგები დაირგო.

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმციით, მცენარეების მოვლა-პატრონობაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მრევლი და სასულიერო პირები იზრუნებენ.