გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

15 ივნ 2026

დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით გამოძალვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს მარნეულში. გამოძიების  მიხედვით,  ბრალდებული, თანასკოლელს გასული  წლის სექტემბრიდან, დაშინებითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით სისტემატიურად სძალავდა ფულს და ძვირფასეულობას.  

გამოძიების ინფორმაციით, მოსწავლემ დაკავებულს სხვადასხვა დროს 1 350 ლარი და 10 000 ლარის ღირებულების ოქროს სამკაულები გადასცა.

დანაშაული 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.