14 ივნ 2026
ერთი გარდაცვლილი და სამი დაშავებული — ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
ფრიდონ ხალვაშის გამზირზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.