13 ივნ 2026
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დანისპარაულში პაპიძეების 6-წევრიან ოჯახს საცხოვრებელი სახლი და დამხმარე ნაგებობა დაეწვა. შემთხვევა დღეს მოხდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა შენობები მთლიანად განადგურდა.
შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამსახურები ოპერატიულად მუშაობენ. მომხდარის შედეგად ოჯახმა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი განიცადა.
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, დაზარალებულ ოჯახს უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანებენ. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს საცხოვრებლის ქირის საფასურის სრულად ანაზღაურებას. გარდა ამისა, ოჯახი ისარგებლებს ხულოს მუნიციპალიტეტის პროგრამით „ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახების თუნუქის ფურცლით უზრუნველყოფა“, რაც საცხოვრებელი პირობების აღდგენის პროცესს შეუწყობს ხელს.
მერიის ცნობით, დაზარალებულ ოჯახს შესაბამისი ფინანსური დახმარება ასევე გაეწევა აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.