Qatar Airways-მა, თბილისის მიმართულებით პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა

13 ივნ 2026

რეკორდული ტვირთბრუნვის ფონზე საქართველოს ავიაბაზარი კიდევ ერთ საერთაშორისო ავიაგადამზიდავს მასპინძლობს. მსოფლიოში ერთ-ერთმა უმსხვილესმა ავიაკომპანიამ, Qatar Airways-მა, თბილისის მიმართულებით პირველი რეგულარული სატვირთო რეისი შეასრულა.  ავიაკომპანია დოჰა-ერევანი-თბილისი-დოჰას მარშრუტზე ოპერირებას კვირაში ერთი სიხშირით განახორციელებს და საქართველოსა და კატარს შორის ტვირთების საჰაერო ტრანსპორტირებას მოემსახურება.