„სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“ მერვე მუნიციპალური კონფერენცია გაიმართა

13 ივნ 2026

შუახევის მუნიციპალიტეტში მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წევრთა მერვე მუნიციპალური კონფერენცია სახელწოდებით „სკოლის მართვის საუკეთესო პრაქტიკა და სწავლების თანამედროვე მიდგომები“ გაიმართა.  
კონფერენციის მიზანი  პედაგოგიური გამოცდილების გაზიარება, სასწავლო პროცესში თანამედროვე და ინოვაციური მეთოდების დანერგვის ხელშეწყობა, მასწავლებელთა პროფესიული და პედაგოგიურ-პრაქტიკული კვლევის უნარების განვითარება, ასევე პედაგოგთა მოტივაციის ამაღლებაა.
ღონისძიებაში განათლების სფეროს 52 მასწავლებელი მონაწილეობდა, რომლებმაც ერთმანეთს წარმატებული სასწავლო პრაქტიკები გაუზიარეს და განათლების სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომები განიხილეს. ღონისძიების დასასრულს კონფერენციის მონაწილე მასწავლებლები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.