13 ივნ 2026
აშშ და ირანი ურთიერთგაგების მემორანდუმს უახლოეს 24 საათში მოაწერენ ხელს, - ამის შესახებ ინფორმაციას პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შეჰბაზ შარიფი ავრცელებს.
მისივე ინფორმაციით, მხარეები ელექტრონული ხელმოწერისთვის ემზადებიან, მომდევნო კვირაში ტექნიკური მოლაპარაკებები გაიმართება.
„ახლოს ვართ სამშვიდობო შეთანხმებასთან ისე, როგორც არასდროს, უახლოეს 24 საათში მისი დასრულებით. პაკისტანი ემზადება სამშვიდობო შეთანხმების ელექტრონული ხელმოწერისთვის, რასაც დაუყოვნებლივ მოჰყვება ტექნიკურ დონეზე მოლაპარაკებები მომდევნო კვირას. დარწმუნებული ვართ, რომ ეს ისტორიული სამშვიდობო შეთანხმება მტკიცე საფუძველს დაუდებს ხანგრძლივ მშვიდობას“, – წერს შარიფი სოციალურ ქსელში.