ყვარელში თემატური ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მასპინძლობს

13 ივნ 2026

ყვარელში თემატური ახალგაზრდული ბანაკი აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს მასპინძლობს.  ბანაკის მონაწილეებს შეხვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრი ალიონა ჩხოტუა. სტუმრებს ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა ანა ბუხრაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის მექანიზმებზე, ახალგაზრდულ მრჩეველთა საბჭოების როლსა და ახალგაზრდულ პოლიტიკაში ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობის მნიშვნელობაზე.