ოპოზიცია ითხოვს უკვე დაკავებული პოლიციელების ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას - ცოტნე ანანიძე

13 ივნ 2026

სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია: „არავინ დაისაჯოს ორჯერ ერთი და იმავე დანაშაულისთვის!”, - ასე ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე სამართალდამცავების მიერ 2022 წელს ჩადენილ დანაშაულზე ოპოზიციის წევრების შეფასებებს.

როგორც ანანიძე ამბობს, ოპოზიცია უკვე დაკავებულ პოლიციელების მეორედ დაკავებას  ითხოვს.

“სამართლის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია: „არავინ დაისაჯოს ორჯერ ერთი და იმავე დანაშაულისთვის!” ოპოზიცია ითხოვს, უკვე დაკავებულ პოლიციელებზე ერთსა და იმავე საქმეზე მეორედ დაკავებას”, - წერს ანანიძე.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ ანონსთან დაკავშირებით, რომელშიც პოლიციელების მიერ ჩადენილ დანაშაულზეა საუბარი, განცხადება გაავრცელა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია.