ბათუმში საჩხერის დრამატულმა თეატრმა გასტროლზე წარმოადგინა ბერტოლდ ბრეხტის „მრგვალი და მახვილი თავები“

13 ივნ 2026

ბათუმში საჩხერის დრამატულმა თეატრმა გასტროლზე წარმოადგინა ბერტოლდ ბრეხტის „მრგვალი და მახვილი თავები“. გასტროლის მხარდამჭერია აჭარის კულტურის სამინისტრო, რეგიონული თეატრების განვითარების მხარდაწერის პროექტის ფრაგლებში. სპექტაკლი, რომელიც კომპლექსურად მოიცავს ვერბალურ, მუსიკალურ, პანტონიმურ ელემენტებს, გადმოგვცემს საზოგადოების გახლეჩის პრობლემას. პიესა მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწერა და იგი ფაშიზმის პრობლემას ეძღვნებოდა, თუმცა იგი დღესაც აქტუალურია და თანამედროვე პრობლემებსაც მიესადაგება.