13 ივნ 2026
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, პროგრამის „არაფორმალური განათლების ხელშეწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებში“ ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა ტრენინგ-კურსი თემაზე „მეტყველების კულტურა - საჯარო გამოსვლის ხელოვნება“.
პროექტში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების 40-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა. სამი დღის განმავლობაში მონაწილეები ჩართული იყვნენ ინტენსიურ სასწავლო პროცესში, რომლის ფარგლებში მათ შესაძლებლობა მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა და განევითარებინათ პრაქტიკული უნარები საჯარო გამოსვლისა და ეფექტური კომუნიკაციის მიმართულებით. პროექტის მთავარი მიზანია ახალგაზრდების არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მათი ინტელექტუალური განვითარების მხარდაჭერა და საჯარო გამოსვლის უნარების გაძლიერება.