მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

13 ივნ 2026

მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრსა და  ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტი მიზნად ისახავს სტუდენტების სტაჟირებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას, რაც ხელს შეუწყობს მსჯავრდებულთა რეაბილიტაციას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას.  ღონისძიების ფარგლებში, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია გაიმართა. შეხვედრაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მერაბ ტურავამ  სამინისტროს საქმიანობის პრიორიტეტებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა მსჯავრდებულთა, პრობაციონერთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია- რეაბილიტაციისთვის მიმდინარე საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამებზე ისაუბრეს.