უნგრეთის მმართველმა პარტიამ, „ტისამ“ საზოგადოებრივი მედიის რეფორმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა

13 ივნ 2026

უნგრეთის მმართველმა პარტიამ, „ტისამ“ საზოგადოებრივი მედიის რეფორმის შესახებ კანონპროექტი წარადგინა. მედიის ცნობით, ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრ პეტერ მადიარის პარტიის წინასაარჩევნო დაპირება იყო, რამდენადაც კრიტიკოსები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ საზოგადოებრივ მედიას ყოფილი პრემიერის, ვიქტორ ორბანის მთავრობის ერთგვარ რუპორად მოიხსენიებდნენ. „როიტერი“ წერს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა „ტისას“ ასევე შესაძლებლობას აძლევს, გააუქმოს წინა ხელისუფლების დროინდელი რეფორმები, რომლებიც, კრიტიკოსების თქმით, ზიანს აყენებს დემოკრატიას.