12 ივნ 2026
ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომელის, ნათია მალაყმაძის მხარდასაჭერად კონცერტი გაიმართა ხელვაჩაურში. ახალგაზრდა ქალს მძიმე დაავადება, დაუდგიბდა, რომლის მკურნალობაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული.
ნათია მალაყმაძის დასახმარებლად მისი მეგობრები შეიკრიბნენ და ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში კონცერტი გამართეს, რომელშიც სოფო ხალვაში, აჩიკო გოგიტიძე, ავთო აბესლამიძე, ნუგზარ ერგემლიძე, ვაჟა და გიროგი ტუღუშები, გურანდა და მერაბიკო დოლიძე და სხვა ადგილობრივი შემსრულებლები მონაწილეობდნენ. ბილეთებისგან შემოსული თანხა ნათია მალაყმაძის ანგარიშზე გადაირიცხება. მას დღეს თანხა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის თანამშრომლების სახელით ინსტოტუტის ხელმძღვანელმაც გადასცა.