12 ივნ 2026
13 ივნისს, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის კომიტეტი მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციას შესთავაზებს. ღონისძიების ფარგლებში კომიტეტის 19 გამოცდილი, დარგის პრაქტიკოსი ადვოკატი მოქალაქეებს პირისპირ უპასუხებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ აქტუალურ კითხვებს. როგორც უძრავი ქონებისა და საკუთრების დაცვის კომიტეტის წევრები აცხადებენ, მსგავსი კონსულტაციები მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ გამოცდილი და კვალიფიციური ადვოკატების მხრიდან საზოგადოებისთვის უმნიშვნელოვანეს თემაზე, ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება მოხდეს.