„ხიდი“ - სპექტაკლი ხულოში

12 ივნ 2026

ხულოს სახელმწიფო დრამატულ თეატრში  სპექტაკლის - „ხიდის“ პრემიერა გაიმართა.   წარმოდგენა იდენტობის, რწმენისა და სიყვარულის თანაარსებობის თემებს ეხმიანება. მოქმედება სიმბოლუად მთის პატარა ხიდზე ვითარდება, სადაც განსხვავებული მრწამსის მქონე ერთი ეროვნების მეგობრები საკუთარ ურთიერთობას, შიშებსა და არჩევანს უპირისპირდებიან.
წარმოდგენა მაყურებელს თანაგრძნობის, ურთიერთგაგებისა და ადამიანური სიახლოვის მნიშვნელობაზე აფიქრებს.  რეჟისორი ირინა გაჩეჩილაძეა. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს და „შემოქმედებითი საქართველოს“ მხარდაჭერით  განხორციელდა. წარმოდგენის დასრულების შემდეგ ბავშვებს „შორენა შავერდაშვილის გამომცემლობამ“  ქართული საბავშვო წიგნებით დაასაჩუქრა.