12 ივნ 2026
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მორიგი სტაჟირების პროგრამა დაასრულა. ექვსთვიანი სასწავლო კურსი, რომელიც თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მოიცავდა, 12-მა სტაჟიორმა გაიარა.
ისინი ოპერატიული და საგამოძიებო მიმართულების შესაბამის თანამდებობებზე დაინიშნენ. სტაჟიორებმა პრაქტიკული ნაწილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თბილისისა და რეგიონულ დანაყოფებში გაიარეს.
წარმატებულ სტაჟიორებს სერტიფიკატები ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ და ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორმა, ტარიელ ჭულუხაძემ გადასცეს. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, უწყება კვალიფიციური კადრების მოსაზიდად ანაზღაურებად სტაჟირებას ყოველწლიურად აცხადებს.