12 ივნ 2026
რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას პრობლემაზე და ეს არის ანტიქართული იდეოლოგია, სხვა ქვეყნების და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურების იდეოლოგია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პარლამენტის თავმჯდომარეს „ოპოზიციის ალიანსში“ არსებულ ვითარებაზე დაუსვეს კითხვა.
მისი თქმით, როდესც რომელიმე ძალა ღალატის გზაზე მიდის, თავისთავად ხდება, რომ შიგნით კონფლიქტები წარმოიშობა.
„შხამიანი თესლიდან კარგი ნაყოფი ვერ გაიზრდება. რადიკალური ოპოზიცია საფუძველშივე დგას პრობლემაზე და ეს არის ანტიქართული იდეოლოგია, სხვა ქვეყნების და არა ქართველი ხალხის ინტერესების მსახურების იდეოლოგია. შესაბამისად, აქ ყოველთვის იქნება სავალალო შედეგი. როდესც რომელიმე ძალა მიდის ღალატის გზაზე, თავისთავად ხდება, რომ შიგნით კონფლიქტები წარმოიშობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ნაცურ იდეოლოგიაზე მდგომი ადამიანები მაშინ არიან ძლიერი, როცა სხვების დავალებას ასრულებენ.
„მხოლოდ ამ პარტიას არ ეხება, ამ იდეოლოგიას ერთადერთი დანიშნულება აქვს და ამ იდეოლოგიის მიმდევარი ადამიანები, იქნება ეს „ნაცმოძრაობა“, „ახალი“ თუ სხვა, ვინც ნაცურ იდეოლოგიაზე დგას, ერთადერთ შემთხვევაში, მხოლოდ მაშინ არიან ძლიერი, როდესაც სხვების დავალებას ასრულებენ. მაშინ არიან შინაგანადაც ბედნიერები და ასხივებენ ამ ბედნიერებას. ტაშს დაუკრავენ და ეს არის მათი მთავარი კმაყოფილება, რასაც იღებენ საკუთარი ქცევიდან“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.