„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტს აინიცირებს

12 ივნ 2026

პარტია „გახარია საქართველოსთვის” პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტს აინიცირებს, - ამის შესახებ პარტიის დეპუტატმა, გიგა ფარულავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ინიცირებული კანონპროექტის მიზანია 2024 წლამდე არსებული სამართლებრივი სტატუს კვოს სრული აღდგენა და დაწესებული ბარიერების აღმოფხვრა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება პროტესტის უფლების ეფექტიანი დაცვა. 

ფარულავა აღნიშნავს, რომ დემოკრატიული საზოგადოების აუცილებელი წინაპირობაა, მოქალაქეებს ჰქონდეთ თავისუფლად შეკრების, გაერთიანების, მშვიდობიანი პროტესტისა და კრიტიკული, განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება. 

თემას უკვე მოყვა პოლიტიკური შეფასება მმართველ გუნდში, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, 20 ივნისის ავტორებს მორალური უფლება არ აქვთ მსგავსი ინიციატივა დააყენონ.