„პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ - ,,ვეფხისტყაოსნის“ ეპიზოდების ინსცენირება

12 ივნ 2026

აჭარის  განათლების სამინისტროს პროგრამა - ,, პროექტი ჩემზე გაკვეთილზე“ გრძელდება. პროგრამის ფარგლებში ბათუმის მეცხრე საჯარო სკოლაში  შოთა რუსთაველის პოემის ,,ვეფხისტყაოსნის“  სასცენო ინსცენირება მოეწყო. 

აქტივობაში თემაზე: ,,ვეფხისტყაოსანი უკვდავ სამყაროში“ მოსწავლეები ჩაერთვნენ. მათ საგანმანათლებლო აქტივობის ფარგლებში პოემის ძირითადი ეპიზოდები კოსტიმირებულად  წარადგინეს. 

სასწავლო-შემოქმედებითი აქტივობის მიზანია ტექსტის გააზრება  და მხატვრული სამყაროს გაცოცხლება სასცენო წარმოდგენით.  

პროგრამას ,,პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ აჭარის განათლების სამინისტრო 2023 წლიდან აფინანსებს, კონკურსში გამარჯვებული მასწავლებლები  წლის მანძილზე 500 ლარიან დანამატსა და  საჭირო რესურსებისთვის დამატებით თანხას მიიღებენ.