ტრენინგი მწვრთნელებისთვის

12 ივნ 2026

დღეს ქობულეთში "საფეხბურთო აი ქიუ ცენტრის" ორგანიზებით, ბავშვთა ფეხბურთის განვითარების მიზნით ფსიქოლოგიური ტრენინგი გაიმართა, რომელიც თბილისიდან საგანგებოდ მოწვეულმა სპორტის ფსიქოლოგმა ანი ლიპარტელიანმა ჩაატარა.

ორგანიზატორთა თქმით, ამ ტიპის ტრენინგი საქართველოში პირველად ტარდება და ის მიზნად მწვრთნელებისთვის, ბავშვებისთვის და მშობლებისთვის ფეხბურთში და ფეხბურთის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. პირველი ტრენინგი აჭარის რეგიონში არსებული საფეხბურთო აკადემიებისთვის ჩატარდა და მას გურიის საფეხბურთო სკოლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

დღეს ფსიქოლოგიური ტრენინგი მწვრთნელებისთვის ჩატარდა. ანალოგიური შეხვედრები მომდევნო დღეებში უკვე მშობლებისთვის და ბავშვებისთვისაც ჩატარდება. 

"საფეხბურთო აი ქიუ ცენტრის" დამფუძნებლის გიორგი ზოიძის თქმით, სამომავლოდ ანალოგიური ფსიქოლოგიური ტრენინგები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გაიმართება.