შეხვედრა ქართველ მოცურავესა და მწვრთნელთან

12 ივნ 2026

მოცურავესა და მწვრთნელს - თამარ გვიმრაძეს შეხვდა საქართველოს სპორტის მინისტრი. ქართველი მოცურავე უკვე ოთხი წელია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ავარჯიშებს. 

არის მრავალგზის ჩემპიონი ცურვაში, ათობით საერთაშორისო ტურნირის პრიზიორი. იყო საქართველოს ქალ მოცურავეთა ეროვნული ნაკრების წევრი, ასევე წყალბურთის ეროვნული ნაკრების წევრი. მისი სპორტული კარიერა 201 მედალს ითვლის, სადაც 167 ოქროსია.

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით,   შალვა გოგოლაძემ თამარ გვიმრაძეს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლოდ მხარდაჭერას დაჰპირდა.