12 ივნ 2026
ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალურ სერიაში თორნიკე შენგელიას „ბარსელონა“ გიორგი შერმადინის „ტენერიფეს“ ეთამაშება.
სერიის პირველი მატჩი „ბარსამ“ შინ 100:67 მოიგო. მეორე შეხვედრაც კატალონიაში გაიმართა და ისევ „ბარსელონას“ გამარჯვებით 97:89 დასრულდა. შენგელიას გუნდი სერიაში 2:0 დაწინაურდა და ფინალამდე ერთი მოგებაღა აშორებს.
თორნიკე შენგელიამ მეორე ნახევარფინალში 22 წუთი ითამაშა, 9 ქულა, 6 მოხსნა და 2 პასი მოაგროვა. გიორგი შერმადინი ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ტენერიფელებს ვერ ეხმარება. სერიის მესამე მატჩი ტენერიფეზე 13 ივნისს გაიმართება.