სამი წითელი ბარათი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნით მატჩში, მექსიკამ სამხრეთ აფრიკა დაამარცხა

12 ივნ 2026

მსოფლიოს 23-ე საფეხბურთო ჩემპიონატი მექსიკაში, „აცტეკას“ლეგენდარულ სტადიონზე ოფიციალურად გაიხსნა. მუნდიალს ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტის სამი ქვეყანა მიიღებს – აშშ, მექსიკა და კანადა. ტურნირზე კი 48 გუნდი ითამაშებს, რაც სარეკორდო მაჩვენებელია. მატჩები 16 ქალაქში გაიმართება. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც კატარში ჩატარდა, 32 ქვეყნის ეროვნული ნაკრები მონაწილეობდა. მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩში მექსიკამ სამხრეთ აფრიკას უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკამ თამაში ცხრა ფეხბურთელით დაასრულა, მექსიკამ კი ათით.

მუნდიალის გახსნითი მატჩი, დასამახსოვრებელი იყო იმითაც, რომ მსაჯმა სამი წითელი ბარათი გამოიყენა. მსოფლიო ჩემპიონატის პირველი გოლი მე-6 წუთზე კინონესმა გაიტანა, მეორე – 67-ე წუთზე ხიმენესმა. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე მატჩში სამხრეთ კორეა ჩეხეთს დაუპირისპირდა და მიუხედავად იმისა, რომ 0:1 მარცხდებოდა, შეძლო თამაშში გარდატეხის შეტანა და შეხვედრა 2:1 მოიგო.

18 აპრილს, მეორე ტურში სამხრეთ აფრიკა ჩეხეთს, 19 აპრილს კი მექსიკა სამხრეთ კორეას შეხვდება. დღეს მსოფლიო ჩემპიონატის ორი მატჩი კანადასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმართება. კანადა ბოსნია-ჰერცოგოვინას უმასპინძლებს, მატჩი თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებისა და პარაგვაის დაპირისპირება კი დილის ხუთ საათზე გაიმართება.