12 ივნ 2026
საქართველოს განათლების მინისტრმა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მრჩეველთა საბჭოს სხდომაში მიიღო მონაწილეობა.
უწყების ინფორმაციით, გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ საქართველოსა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი პარტნიორობა ხელს უწყობს საქართველოში STEM მიმართულებებით ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას, ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უნივერსიტეტების ინტერნაციონალიზაციას.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა განიხილეს საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის პროცესში ტრანსნაციონალური განათლების დანერგვის მნიშვნელობა.