12 ივნ 2026
საპატრიარქო რეზიდენციაში საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის, ჩრდილოეთ ირლანდიის და სხვა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებთან გაიმართა.
სტუმრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ მიიღო.
საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობას. წელს საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი აღინიშნება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ამ თარიღთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებებზეც ისაუბრა.