შეხვედრა ბრიუსელში - პოლიტიკური შეფასებები

12 ივნ 2026

ბრიუსელში გამართული შეხვედრა დილიდან პოლიტიკური შეფასებების საგანია საქართველოში. ოპოზიცია სრულად პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებს. 

როგორც აქ აცხადებენ ქვეყანა უვიზო მიმოსვლის დაკარგვის საფრთხის წინაშეა, ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს საქართველო  ევროკავშირს დააშოროს. რაც შეეხება მმართველ გუნდს - მათი შეფასებით, ვიზალიბერალიზაცია შანტაჟის  მექანიზმია, ბრიუსელში მიღებული გადაწყვეტილება კი უსამართლო  დასკვნებს  ეფუძნება.