ყირგიზეთში ვიზიტის შეჯამება

12 ივნ 2026

ყირგიზეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ქართული დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია. საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს, – ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  ყირგიზეთსა და საქართველოს შორის  უმაღლეს დონეზე ვიზიტები აქამდე არასდროს განხორციელებულა. 

პრემიერის განცხადებით  არის ინტერესი, რომ გაღრმავდეს პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირები.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ   ყირგიზეთისთვის, ისევე როგორც ცენტრალური აზიის ყველა ქვეყნისთვის,  მნიშვნელოვანია საქართველოსთან ეკონომიკური, სავაჭრო თანამშრომლობა, დაკავშირებადობის კუთხით კავშირების გაძლიერება.

ვიზიტის ფარგლებში სხვადსხვა სფეროში 10 მემორანდუმი გაფორმდა, შეთანხმება  თანამშრომლობას და გამოცდილების გაცვლას ითვალისწინებს.