საქართველოს პრემიერ-მინისტრი ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა

12 ივნ 2026

საქართველოს პრემიერ მინისტრი  ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს შეხვდა. ყირგიზეთის  რესპუბლიკაში  ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძესა და სადირ ჟაპაროვს შორის დიალოგი პოლიტიკურ კონტექსტში წარიმართა.

მხარეებმა ასევე განიხილეს   სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, საინვესტიციო და დარგობრივი თანამშრომლობა და კულტურული და ჰუმანიტარული კავშირების განვითარება. როგორც გაფართოებულ ფორმატში შეხვედრის დროს ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ორ ქვეყანას შორის საუბარი „შუა დერეფნის“ განვითარების პერსპექტივებსაც  შეეხო და ამასთან ტურისტული მიმართულებით  თანამშრომლობის განვითარებაზეც ისაუბრეს.

ყირგიზეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიანი ისტორიის განმავლობაში, ქართველი მეგობრების მხრიდან  ეს არის პირველი ოფიციალური და ისტორიული ვიზიტი ქართული მხარის მხრიდან ყირგიზეთის რესპუბლიკაში.