ფეხბურთში რიგით 23-ე მსოფლიო ჩემპიონატი იწყება

11 ივნ 2026

2026 წლის ფეხბურში მსოფლიო ჩემპიონატის გახსნითი მატჩის წინ აცტეკას სტადიონის გარშემო უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

ჩემპიონატის პირველი მატჩი მექსიკისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებ გუნდებს შორის თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

ლეგენდარულმა სტადიონმა 1970 და 1986 წლებშიც უმასპინძლა მატჩებს, ხოლო იოჰანესბურგში 2010 წლის ტურნირის გახსნითი მატჩის დროს სამხრეთ აფრიკამ მექსიკა  ფრედ, 1-1 დაამარცხა.

48 გუნდიანი ტურნირის პირველი მატჩისთვის განახლებულ „აცტეკას“ 80 ათასზე მეტი გულშემატკივარი ეწვევა. მსოფლიო ჩემპიონატი 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით ჩატარდება.

ისტორიაში პირველად, ჩემპიონატს ერთდროულად სამი ქვეყანა - აშშ, მექსიკა და კანადა უმასპინძლებს. სულ მსოფლიო ჩემპიონატზე რეკორდული 104 მატჩი გაიმართება.