Eurojust-ის გამოხმაურება

11 ივნ 2026

საქართველოს პროკურატურის, ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურის და პოლონეთის რესპუბლიკის კიბერდანაშაულთან ბრძოლის ცენტრალური ბიუროს მიერ საქართველოში ფართომასშტაბიანი ღონისძიების ჩატარებას Eurojust-ი ეხმაურება.  

განცხადებაში აღნიშნულია, რომ Eurojust-ისა და ევროპოლის მხარდაჭერით ჩატარებული პარალელური გამოძიების შედეგად, დაიხურა ვებგვერდი, რომელიც ეჭვმიტანილია 2022-2025 წლებში დანაშაულებრივი გზით მოპოვებული 336 მილიონზე მეტი აშშ დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტის გათეთრებაში.

ასევე არნიშნულია რომ  ჩატარდა რამდენიმე საკოორდინაციო შეხვედრა, საფრანგეთში, პოლონეთში, საქართველოსა და ისლანდიაში და საქართველოს მეკავშირე განყოფილება მჭიდროდ თანამშრომლობდა საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილთან 10 ივნისს დაგეგმილი ოპერაციის დღის მოსამზადებლად.