მხატვრული ლიტერატურისა და ინგლისური ენის მოყვარულთა მუნიციპალური კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება შუახევში

11 ივნ 2026

შუახევის მუნიციპალიტეტში მხატვრული ლიტერატურისა და ინგლისური ენის მოყვარულთა მუნიციპალური კლუბების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც VII-IX და X-XI კლასების 120 მოსწავლე მონაწილეობდა.

პროექტი შუახევის მერიის მხარდაჭერითა და რესურსცენტრის ინიციატივით  უკვე მეხუთე წელია  ხორციელდება. მისი მიზანია ახალგაზრდების ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლება, სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში, კონკურსებსა და ოლიმპიადებში მათი აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა.

ღონისძიების ფარგლებში მონაწილე მოსწავლეებს  სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო პედაგოგები მადლობის ბარათებით დაჯილდოვდნენ.