ბათუმის დრამატული თეატრი ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს უმასპინძლებს

11 ივნ 2026

დღეს საღამოს ბათუმის დრამატული თეატრი ნანი ბრეგვაძის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს უმასპინძლებს.

ლეგენდარული მომღერლის საღამოზე მაყურებლის წინაშე ასევე, ეკა მამალაძე, ნატალია ქუთათელაძე, სოფო ხალვაში, ანსამბლი შვიდკაცა, ნიკოლოზ წულუკიძე და ბენდი ნიკა ნიკვაშვილის ხელმძღვანელობით წარსდგებიან.

ნანი ბრეგვაძის კონცერტი ბათუმში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. საღამოს პროგრამა მაყურებლებს განსაკუთრებულ კულტურულ გამოცდილებას სთავაზობს.

ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი საქართველოსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით იმართება.