დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში ოქროს მედლები მოიპოვეს

11 ივნ 2026

დაჭრილ-დაშავებული სამხედროები შოტლანდიიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი უჯმაჯურიძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები დახვდნენ. მათ დაჭრილ-დაშავებულ სამხედროებს სპორტულ შეჯიბრებაში მიღწეული  წარმატება მიულოცეს.  

საბრძოლო მოქმედებებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედროებმა შოტლანდიაში რთულ რელიეფზე მარშირებაში მიიღეს მონაწილეობა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სპორტულ  ღონისძიებაში თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროები უკვე მეხუთე წელია მონაწილეობენ და არაერთი ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედალი აქვთ მიღებული.