11 ივნ 2026
ბათუმი 12 ივნისის ჩათვლით კონფერენციას- „ინოვაციები სასამართლო ექსპერტიზაში 2026“ მასპინძლობს. მსგავსი კონფერენცია საქართველოში პირველად იმართება და მისი ორგანიზატორი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროა.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილეობს 170-მდე მონაწილე, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 55 წარმომადგენელი, სასამართლო ექსპერტიზის სფეროს წამყვან სპეციალისტები, მეცნიერები, აკადემიური წრეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
ღონისძიების მთავარი მიზანია სასამართლო ექსპერტიზის სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომების, ინოვაციური მეთოდების, უახლესი ტექნოლოგიებისა და საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება, ასევე პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავება და დარგის შემდგომი განვითარების ხელშეწყობა.
კონფერენციის ფარგლებში ასევე მოეწყობა მსოფლიოში წამყვანი საექსპერტო ტექნიკისა და ლაბორატორიული აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი უახლესი ტექნიკის გამოფენა.