საქველმოქმედო კონცერტი ნათია მალაყმაძის დასახმარებლად 

11 ივნ 2026

ხელვაჩაურის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის თანამშრომელს, ნათია მალაყმაძეს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება. გოგონა, რომელიც არა ერთი საქველმოქმედო ღონისძიების ორგანიზატორი იყო ახლა თავად საჭიროებს თანადგომას.

ნათია მალაყმაძეს დაუდგინდა მძიმე დაავადება, რომლის მკურნალობაც დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მისი მეგობრები, ხვალ 17 საათისთვის ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში კონცერტს გამართავენ.

მონაწილეობენ სოფო ხალვაში, აჩიკო გოგიტიძე, ავთო აბესლამიძე, ნუგზარ ერგემლიძე, ვაჟა და გიორგი ტუღუშები, გურანდა და მერაბიკო დოლიძები. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ ხელვაჩაურის კულტურის ცენტრში.

კონცერტიდან შემოსული თანხა ნათია მალაყმაძის დასახმარებლად გადაირიცხება.