იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადება

11 ივნ 2026

უკრაინის ევროპელმა მოკავშირეებმა ომის დასრულების მიზნით რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის ერთი წარმომადგენელი უნდა დანიშნონ- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ პარლამენტში გამოსვლისას და აღნიშნა, რომ ქვეყნების მცირე ჯგუფებს მთელი ბლოკის წარმოდგენა არ შეუძლიათ.

კვირას, ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერები, რომლებიც ხელმძღვანელობენ არაფორმალურ უსაფრთხოების ალიანსს, სახელწოდებით ი-3, შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს  და განაცხადეს, რომ ისინი ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად მხარს უჭერენ კიევის წინადადებას რუსეთთან მოლაპარაკებების შესახებ.

უკრაინის მხარდამჭერმა მელონიმ განაცხადა, რომ ევროპას კონფლიქტის შესაჩერებლად მოსკოვთან ურთიერთობა სჭირდება, მაგრამ არცერთ შეზღუდულ ჯგუფს მთელი ევროკავშირის სახელით საუბრის უფლება არ აქვს.