რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გერმანიის, დიდი ბრიტანეთის და საფრანგეთის ელჩები დაიბარეს

11 ივნ 2026

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ელჩები დაიბარეს - ნათქვამია  განცხადებაში, რომელშიც მიზეზი ან დამატებითი დეტალები არ არის მითითებული.

რუსეთის დიპლომატიური  უწყება აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც სამი უცხოელი დიპლომატის მოსკოვის ცენტრში მდებარე საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობაში შესვლის კადრებია აღბეჭდილი.

საფრანგეთის, გერმანიისა და ბრიტანეთის ლიდერები გასულ კვირას ლონდონში შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს და განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ მის მოწოდებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. დაუნინგ სტრიტზე გამართულ შეხვედრაზე ოთხივე მხარე შეთანხმდა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული შეხების ხაზი უნდა იყოს მოლაპარაკებების საწყისი წერტილი, რომ უკრაინას უნდა ჰქონდეს იურიდიულად სავალდებულო უსაფრთხოების გარანტიები, მათ შორის მრავალეროვნული ძალების განლაგების უფლება და რომ გაყინული რუსული ფინანსური აქტივები ხელშეუხებელი დარჩება მანამ, ვიდრე რუსეთი არ აუნაზღაურებს უკრაინას ომის შედეგად მიყენებულ ზარალს.