ხელვაჩაურში წარმატებული მეწარმე ქალები დააჯილდოეს

11 ივნ 2026

ხელვაჩაურში წარმატებული მეწარმე ქალები დააჯილდოეს. დაჯილდოების ცერემონია აჭარისწყალზე, ეთნოსოფლის შენობაში გაიმართა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ მეწარმეებს, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით საქმიანობენ სპეციალური ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე სოფიო ბაკურიძე, რომელიც მსგავსი პროექტების აქტიური მხარდამჭერია, ასევე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ხელვაჩაურის მერი და უმაღლესი საბჭოს დეპუტატები.

დღესვე დაჯილდოების ცერემონიაზე მოეწყო პროგრამის „დამწყები მეწარმე ქალებისა და ოჯახების გაძლიერება“ პრეზენტაცია. პროგრამა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 2023 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობა, სამეწარმეო საქმიანობის მხარდაჭერა და ადგილობრივი ეკონომიკის გაძლიერებაა.  

პროგრამის ფარგლებში ხელვაჩაურის მერიამ სულ 39 დამწყები ქალი მეწარმე დააფინანსა.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით,  წელს პროგრამის ფარგლებში წარდგენილი ყველა განაცხადი დაკმაყოფილდება.