დაპირისპირება ოპოზიციაში

11 ივნ 2026

ოპოზიციურ ალიანსში დაპირისპირება და პარტია „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაგეგმილი ცვლილებები განხილვის საკითხია პოლიტიკურ სპექტრში.

„ნაციონალური მოძრაობის წევრის ანა წითლიძის განმარტებით, პარტია ალიანსში რჩება, ხოლო პოლიტიკური თანამდებობებზე არჩევა ამ პარტიაში პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებების მიხედვით ხდება. ოპოზიციურ პარტიებში დაპირისპირებას დაპირისპირებას უარყოფითად აფასებს  საპარლამენტო ოპოზიცია.

პარტია ''გახარია საქართველოსთვის“ წევრები ამბობენ, რომ ეს პროცესი აზიანებს ოპოზიციურ სპექტრს და ხელს უწყობს „ქართული ოცნების“ მიზნებს. 

მმართველ პარტიაში მიაჩნიათ, რომ არც ლიდერებისა და არც  სხვა ტიპის ცვლილებები „ნაციონალური მოძრაობის“ იმიჯზე დადებითად არ აისახება.